LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Al Bano And Romina Power

100
AL BANO & ROMINA POWER

ალ ბანო და რომინა პაუერი იტალიელი მომღერლები არიან. დუეტი 1975 წელს ჩამოყალიბდა, იმ დროისთვის მუსიკოსები ერთმანეზე იყვნენ დაქორწინებულები. წყვილმა იტალიასა და მოგვიანებით – მთელს ევროპაში დიდ წარმატებას მიაღწია.
ყველაზე ცნობილ ჰიტებს შორის არის “Felicità”, “Sharazan”,”Tu, soltanto tu (Mi hai fatto innamorare)”, “Ci sarà”, “Sempre sempre”, და “Libertà!”.
დუეტის რეპერტუარში, იტალიურის გარდა, ესპანურ და ფრანგულენოვანი სიმღერებიც შედიოდა. მათ ორჯერ მიიღეს მონაწილეობა „ევროვიზიის“ კონკურსში (სადაც დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს) და ხუთჯერ სანრემოს მუსიკალურ ფესტივალზე. 1984 წელს ფესტივალზე გამარჯვებას მიაღწიეს, სიმღერით Ci sarà.
ალ ბანო და რომინა პაუერი განქორწინდნენ 1999 წელს, მათი პროფესიული კავშირი კი 2013 წელს შეწყდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები