LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Armin Van Buuren

100
armin-van-buuren

არმინ ვან ბიურენი (Armin van Buuren; დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1976) ჰოლანდიელი ტრანს პროდიუსერი, დიჯეი და რადიო წამყვანია. იგი დაიბადა ლეიდენში, ნიდერლანდი. 2007 წელს დაასახელა DJ Magazine-მა საუკეთესო დიჯეიდ.
არმინ ვან ბურენმა დაიწყო მუშაობა დეიჯეიდ ღამის კლუბ ”ნექსუსში”. პირველი მუსიკა, რომელიც გამოუშვა მისმა სტუდიამ იყო “Touch Me” და “Communication”.
ვან ბიურენი გამოდის ყოველკვირეულ რადიო გადაცემაში ”A State of Trance”. ეს გადაცემა უკვე 7 წელზე მეტია რაც არსებობს.
2002 წლის ოქტომბერში, DJ Magazine-მა ვან ბიურენი დაასახელა რიგით მეხუთე საუკეთესი დიჯეიდ 100 დიჯეის შორის. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, იგი მესამე ადგილზე იმყოფებოდა. 2006 წელს, მან გაუსწრო ტიესტოს და გადაინაცვლა მეორე ადგილზე. უკვე 2007 წელს კი მან გაუსწრო 2006 წლის ლიდერს პოლ ვან დაიკს და დაიკავა პირველი ადგილი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები