LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Calvin Harris

100
CalvinHarris

კელვინ ჰარისის (დაბადების თარიღი 1984 წლის 17 იანვარი) ნამდვილი სახელი და გვარი ადამ რიჩარდ უაილსია. ჰარისი შოტლანდიელი პროდიუსერი, დიჯეი, მომღერალი და სიმღერებია ავტორია. მისი სადებიუტო ალბომი I Created Disco 2007 წლის ივნისში გამოვიდა და დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული გახდა.
2009 წელს ჰარისმა მეორე ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Ready for the Weekend, მასში შემავალმა სიმღერამ I’m Not Alone კი დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილი დაიკავა.
მუსიკოსს მსოფლიო პოპულარობა 2012 წლის ოქტომბერში გამოსულმა ალბომმა მოუტანა, სახელწოდებით 18 Months. მასში შემავალი რვავე სინგლი “Bounce”, “Feel So Close”, “Let’s Go”, “We’ll Be Coming Back”, “Sweet Nothing”, “Drinking from the Bottle”, “I Need Your Love” და”Thinking About You“ ჩარტების სათავეებში მოექცა.
კელვინ ჰარისმა არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ითანამშრომლა, მათ შორის – რიანასთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ We Found Love საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა.
ჰარისს მიღებული აქვს ბევრი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის Brit Award, „გრემი“.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები