კრისტოფერ ჯოზეფ „კრის“ აიზეკი (დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1956) ამერიკელი როკ-მუსიკოსი და მსახიობი, ყველაზე მეტად ცნობილი ჰიტ-სინგლით Wicked Game, Baby Did A Bad Bad Thing“ და Somebody’s Crying. აიზეკის სიმღერები გამოირჩევა 1950-იანების სტილის როკ-ენ-როლის და სპეციფიციკური ვოკალური შესრულების ესთეტიკით. წარსულში თანამშრომლობდა რეჟისორ დევიდ ლინჩთან, რომელიც მის სიმღერებს საკუთარ ფილმებში იყენებდა და კრისს საკუთარი როლიც შეურჩია ფილმში „ტვინ პიკსი: ცეცხლო, იარე ჩემთან“. ზოგიერთი კრიტიკოსი აიზეკს უწოდებს 1990-იანების როი ორბისონს. მას ხშირად ადარებენ ელვის პრესლის, რიკი ნელსონს და დუეინ ედის.