LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chuck Berry

100
CHUCK BERRY

ჩაკ ბერი 18 ოქტომბერი, 1926 – 18 მარტი 2017) — ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი იყო. ის მიჩნეულია როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ჩაკ ბერიმ 1955 წელს ჩაწერა პირველი სიმღერა, „Maybellene“, ქანთრის და რიტმ-ენ-ბლუზის გავლენით. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა რამდენიმე არანაკლებ წარმატებული სინგლის ჩაწერა, როგორებიცაა „Roll Over Beethoven“ (1956), „Rock and Roll Music“ (1957), „Johnny B. Goode“ (1958) და სხვები. მისი სიმღერების უმეტესობა ცხოვრებისეულ მოკლე ისტორიებს ასახავს.
ჩაკ ბერი პოპულარული გახდა 1960-იან წლებში. მისი სიმღერის ქავერები ეკუთვნით ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა The Beatles, როლინგ სტოუნზი, The Kinks, The Animals და The Yardbirds. მისი სიმღერა „You Never Can Tell“ გამოყენებულ იქნა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „მაკულატურა“. ჩაკ ბერი იყო როკ-ენ-როლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, რომელსაც გაყიდული ჰქონდა მილიონზე მეტი ალბომი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები