LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Deep Purple

100
p05kr5f9

Deep Purple ინგლისური როკჯგუფია ჰერტფორდიდან. ითვლება მძიმე მეტალისა და მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად. მსოფლიო მასშტაბით მას გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 7.5 მილიონი აშშ-ში. VH1-ის გადაცემაში „მძიმე როკის უდიდესი შემსრულებლები“ ჯგუფმა 22-ე ადგილი დაიკავა.
არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც აიღო (1976–1984). 1968–1976 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV. მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობის წევრები იყვნენ იენ გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბას-გიტარა), ჯონ ლორდი(კლავიშებიანი საკრავები), იენ პეისი (დასარტყმელი საკრავები) და რიჩი ბლეკმორი (გიტარა). ამ შემადგენლობამ იარსება 1969-1973 და 1984-1994 / 1993 წლებში. ამის შემდეგ ბლეკმორსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის კამათი მოხდა და Deep Purple-ის ახალ გიტარისტად სტივ მორსი იქცა. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდიც წავიდა, რის შემდეგაც იენ პეისი დარჩა ჯგუფის ერთადერთ ძველ წევრად.
2011 წელს, ჟურნალის Classic Rock დაჯილდოებაზე, ლონდონში, ჯგუფმა მიიღო ნოვატორთა ჯილდო.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები