Earth, Wind & Fire ამერიკული ბენდია, რომლის მუსიკაც მოიცავს რიტმ-ენდ-ბლუზს, სოულს,ფანქს, ჯაზს, დისკოს, პოპს, როკს. ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი. Earth, Wind & Fire ჩიკაგოში 1970 წელს მორის უაითმა დააარსა. დანარჩენი წევრები იყვნენ ფილიპ ბეილი, ვერდინ უაითი, ფრედ უაითი, რალფ ჯონსონი, ლერი დანი, ელ მაკეი და ენდრიუ ვოლფოლკი. ბენდს ჩაწერილი აქვს 21 სტუდიური ალბომი, მათგან ბოლო Holiday -2014 წელს. Earth, Wind & Fire არის 6 ”გრემის” მფლობელი, ჯგუფს მიღებული აქვს ოთხი American Music Awards.