LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

East 17

100
East-17

East 17 — ინგლისური პოპ-ბოიბენდია,რომელიც 1992 წელს შეიქმნა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან ტერი კოლდუელი, ჯონ ჰენდი და რობი კრეიგი. თავდაპირველად კი მისი წევრები იყვნენ ჰენდი, კოლდუელი, ტონი მორტიმერი და ბრაიან ჰარვი. ჯგუფს გამოცემული აქვს 18 სინგლი, რომელიც მოხვედრილი იყო საუკეთესო 20-ეულებში და ოთხი ალბომი, რომელიც სხვადასხვა დროს გამოჩნდა ალბომების საუკეთესო 10-ეულებში. East 17 1990-იან წლებში იყო ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, ცნობილი სიმღერებით „House of Love“, „Steam“ და „Let It Rain“. ბრიტანეთში მათი ალბომების 1.8 მილიონი ასლი გაიყიდა და ამდენივე – სინგლი.  2012 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით მათი 18 მილიონი დისკი იყო გაყიდული.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები