LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Elvis Presley

100
ELVIS PRESLEY

ელვის აარონ პრესლი (8 იანვარი, 1935 – 16 აგვისტო, 1977) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი იყო. მას მოიხსენიებენ „როკ-ენ-როლის მეფედ“.
პრესლი მისისიპიში დაიბადა, 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ტენესში გადავიდა. მუსიკალური კარიერა 1954 წელს დაიწყო, როდესაც მან პროდიუსერ სემ ფილიპსთან ერთად ჩაწერა სიმღერა.
სინგლი Heartbreak Hotel 1956 წელს გამოვიდა და აშშ-ში #1 ჰიტი გახდა. წარმატებული ჩანაწერების სერიის შემდეგ მომღერალი როკ-ენ-როლის სამყაროში ლიდერი ფიგურა გახდა. 1956 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში Love Me Tender. პრესლი არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი. მას კომერციული წარმატება ხვდა წილად ბევრ ჟანრში, მათ შორის პოპში, ბლუზში, გოსპელში. მსოფლიო მასშტაბით 600 მლნ ჩანაწერი აქვს გაყიდული. პრესლიმ მოიპოვა სამი ”გრემი”.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები