ერიკ ბენე (დაბადების თარიღი 1966 წლის 15 ოქტომბერი) ამერიკელი R&B და ნეო სოულ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია, რომელსაც 4 „გრემი“ აქვს მიღებული.
სადებიუტო ალბომი ბენემ 1996 წელს ჩაწერა სახელწოდებით True to Myself. მასში შესული სიმღერები “Spiritual Thang”, “Femininity” და “Let’s Stay Together”საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
შემდეგი ალბომი A Day in the Life 1999 წელს გამოვიდა, რომლის სინგლებმა სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტებში მაღალი პოზიციები დაიკავა.
ბენეს მომდევნო ალბომები უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ბოლო სტუდიური ალბომი კი 2016 წელს გამოუშვა, სახელწოდებით Eric Benet.