LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jay Z

შონ კორი კარტერი (დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1969), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ჯეი-ზი (Jay-Z) ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობია. იგი არის ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რომლის ქონება 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 50 მილიონი ალბომი, მიღებული აქვს 13 ”გრემის” ჯილდო.
ჯეი-ზი არის კლუბის 40/40 და NBA-ს New Jersey Nets თანამფლობელი და ასევე ჩაცმულობის ხაზის Rocawear შემქმნელი. იგი არის Def Jam Recordings-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლეიბლის Roc-A-Fella Records ერთ-ერთი დამფუძნებელი და Roc Nation-ის უშუალო დამფუძნებელი.  როგორც სოლო-შემსრულებელს, მას აქვს დამყარებული რეკორდი ”ბილბორდ 200”-ში ერთდროულად რამდენიმე ალბომის წარმატების მხრივ. ”ბილბორდის ცხელ ასეულში” პირველ ადგილზე სხვადასხვა დროს მოხვდა მისი ოთხი სინგლი. 2008 წლის 4 აპრილს მან იქორწინა ბიონსე ნოულსთან. 2009 წლის 11 დეკემბერს ჯეი-ზი ბილბორდის მიერ დასახელებული იქნა 2000-2009 წლების #5 საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად და მეოთხე პოზიციაზე რეპერ შემსრულებელთა სიაში, ემინემის, ნელისა და 50 Cent-ის შემდეგ.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი