ჯეიმს უილიამ სომერვილი (დაბადების თარიღი 1961 წლის 22 ივნისი) შოტლანდიელი პოპმომღერალი და სიმღერების ავტორია. ის 1980-იან წლებში მღეროდა პოპ-ჯგუფებში Bronski Beat და The Communards.
ჯგუფი Bronski Beat სომერვილმა 1983 წელს დააარსა. მუსიკოსებმა შექმნეს რამდენიმე ჰიტი, რომელიც ჩარტებში მოხვდა, ყველაზე პოპულარული კი Smalltown Boy გახდა.
სომერვილმა ჯგუფი 1985 წელს დატოვა და შექმნა The Communards. 1988 წლიდან კი მან სოლოკარიერა დაიწყო.
პირველი ალბომი Read My Lips მუსიკოსმა 1989 წელს გამოუშვა, ალბომიდან სამი სიმღერა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მოხვდა.
სომერვილს ჩაწერილი აქვს სულ 6 სოლოალბომი, ჯერ-ჯერობით ბოლო Homage 2015 წელს გამოსცა.
