LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Johny Cash

100
johnny-cash-t-shirt-neo-nazi-920x598

ჯონი კეში ( 26 თებერვალი, 1932 – 12 სექტემბერი, 2003) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკელი ქანთრი და როკ მუსიკის შემსრულებელი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი იყო.
ის ცნობილი იყო ღრმა გამორჩეული ბარიტონით, კეში მის ყოველ კონცერტს მოკლე და მარტივი შესავლით “Hello, I’m Johnny Cash“ („გამარჯობა, მე ჯონი კეში ვარ“) იწყებდა.
მისი უკვდავი ჰიტებია “I Walk the Line“, “Folsom Prison Blues“, “Ring of Fire“, “Man In Black“ და “Hurt“.
კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის დიდების დარბაზებშია შეყვანილი (დანარჩენები არიან ჩეტ ატკინსი, ელვის პრესლი, ბრენდა ლი, ჰენკ უილიამსი, დონ და ფილ ევერლი, სემ ფილიპსი, სემი როჯერსი, ფლოიდ კრემერი).
კარიერის განმავლობაში მას 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები