ჯოს სტოუნი (დაბადების თარიღი 1987 წლის 11 აპრილი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. ის პოპულარული გახდა 2003 წელს გამოცემული პირველი ალბომით The Soul Sessions.
მეორე ალბომი Mind Body & Soul (2004) ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა. ალბომი დიდი ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომმა და მასში შემავალმა სიმღერამ “You Had Me” მუსიკოსს 2005 წელს ”გრემის” ნომინაცია მოუტანა. სტოუნის მესამე ალბომი Introducing Joss Stone 2007 წლის მარტში გამოვიდა და ოქროს ჩანაწერის სტატუსი მოიპოვა. მეოთხე ალბომი Colour Me Free! 2009 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა და ”ბილბორდის” ჩარტში პირველ ათეულში მოხვდა. კარიერის განმავლობაში მომღერალს გაყიდული აქვ 14 მლნ ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით. სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად მას მიღებული აქვს 2 ”ბრიტ ევორდი” და ერთი ”გრემი”.