ჯასტინ რენდალ ტიმბერლეიკი (დაბადების თარითი 1981 წლის 31 იანვარი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია. ის ტენესის შტატში დაიბადა და პირველად სატელევიზიო შოუებში Star Search და The All-New Mickey Mouse Club გამოჩნდა. მომღერალი განსაკუთრებით პოპულარული 1990-იანების ბოლოს გახდა, ის ჯგუფის NSYNC ვოკალისტი და ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
2002 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლოალბომი Justified, რომელშიც წარმატებული სიმღერები Cry Me a River და Rock Your Body შედიოდა. ალბომით ტიმბერლეიკმა ორი „გრემი“ მიიღო.
მეორე ალბომი კი FutureSex/LoveSounds (2006) ამერიკული ჩარტების სათავეებში მოექცა. ტიმბერლეიკი მსოფლიოში უკვე პოპულარულ სოლომომღერლად იქცა.