კელის როჯერსი (დაბადების თარიღი 1979 წლის 21 აგვისტო) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორია. მან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1999 წელს სადებიუტო ალბომით Kaleidoscop, თუმცა 2001 წელს გამოცემული Wanderland-ის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან მცირე იყო.
მესამე ალბომი Tasty (2003) მომღერალს კომერციული წარმატება მოუტანა, მასში შემავალი სიმღერა Milkshake კი მომღერლის ყველაზე ცნობილ ჰიტად იქცა.
მუსიკოსს სულ 6 ალბომი აქვს გამოცემული Kaleidoscope (1999), Wanderland (2001), Tasty (2003), Kelis Was Here (2006), Flesh Tone (2010) და Food (2014).