კელი როულენდი (დაბადების თარიღი 1981 წლის 11 თებერვალი) ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. ის 1990-იან წლებში იყო ჯგუფის Destiny’s Child წევრი. 2002 წელს როულენდმა გამოუშვა სოლოალბომი Simply Deep (2002), რომლის 2.5 მლნ ასლი გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით. მასში შემავალი სიმღერა Dilemma, რომელსაც ნელისთან ერთად ასრულებდა,#1 ჰიტად იქცა. Destiny’s Child-ის დაშლის შემდეგ, კელიმ გამოუშვა მეორე ალბომი Ms. Kelly (2007). მესამე ალბომი 2011 წელს გამოვიდა, სახელწოდებით Here I Am. მასში იყო საერთაშორისო ჰიტი Commander.კარიერის მანძილზე როულენდმა გაყიდა 40 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი.