LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lady Gaga

100
LADY GAGA

სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა ( დაბადების თარიღი 28 მარტი, 1986) მსოფლიოსთვის ცნობილია სახელით ლედი გაგა, ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია.
მისმა სადებიუტო ალბომმა — The Fame (2008) მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან და მოიპოვა საერთაშორისო კომერციული წარმატება. ალბომიდან გამოცემული იქნა ოთხი სინგლი რომლებიდანაც ორი — „Just Dance“ და „Poker Face“ საერთაშორისო ჰიტებად იქცა. სადებიუტო ალბომის მსგავსად EP ალბომმა — The Fame Monster (2009) დაიმსახურა მაღალი შეფასება, ხოლო ალბომის სამივე სინგლი — „Bad Romance“, „Telephone“ და „Alejandro“ ასევე საერთაშორისო ჰიტებად იქცა.
მისი მეორე სტუდიური ალბომი — Born This Way გამოიცა 2011 წელს და დაიკავა პირველი პოზიცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ალბომი პირველ კვირაში გაიყიდა რეკორდულ ერთ მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით.ალბომის პირველი სინგლი „Born this Way“ ასევე გახდა ციფრული ეპოქის ყველაზე სწარაფდ გაყიდვადი სინგლი. მისი მესამე სტუდიური ალბომი — ARTPOP გამოიცა 2013 წელს და დაიკავა პირველი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტში, ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი რომლებიდანაც წარმატება მოიპოვა ორმა — „Applause“ და „Do What U Want“.
2014 წელს გაგამ ითანამშრომლა ჯაზ შემსრულებელ ტონი ბენეტთან და გამოსცა ჯაზის სტანდარტების ალბომი — Cheek to Cheek. 2016 წელს გამოიცა მისი მეხუთე სტუდიური ალბომი — Joanne რომელმაც დაიკავა პირველი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტში, რითიც გაგა გახდა 2010-იანი წლების პირველი ქალი შემსრულებელი რომლის ოთხმა ალბომმა ზედიზედ დაიკავა პირველი პოზიცია აშშ-ს ჩარტში.
2017 წლის თებერვალში გაგამ იმღერა სუპერ-ბოულის შუალედურ შოუზე, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით თვალს ადევნებდა 150 მილიონზე მეტი მაყურებელი და გახდა ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნანახი მუსიაკლური ღონისძიება. კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითიც იგი დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 3 Brit Awards და 6 გრემის ჯილდოს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები