კრის რი (დაბადების თარიღი 1951 წლის 4 მარტი) ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტია. British Hit Singles & Albums-მა რი 1980-იანების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად დაასახელა. 2009 წლის მონაცემებით, მას 30 მლნზ-ზე მეტი ჩანაწერი ჰქონდა გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.
ამერიკაში მისი სიმღერებიდან ყველაზე პოპულარული გახდა 1978 წელს დაწერილი სიმღერა Fool (If You Think It’s Over), რომელმაც Billboard Hot 100-ში მეთორმეტე ადგილი დაიკავა. ამ წარმატებამ მუსიკოსს ”გრემი” მოუტანა. მის ცნობილ ჰიტებს შორისაა Can Hear Your Heartbeat, Stainsby Girls, On the Beach, Let’s Dance, Josephine, Driving Home for Christmas, I Just Wanna Be with You, Looking for a Rainbow, Tell Me There’s a Heaven, Auberge, And You My Love, Looking for the Summer, Winter Song, Nothing To Fear, Julia, .