სელინ დიონი (დაბადების თარიღი 1968 წლის 30 მარტი) კანადელი მომღერალია. ის მოზარდობის პერიოდში გახდა პოპულარული მენეჯერის და მომავალი ქმრის, რენე ანჯელილის დახმარებით.
დიონმა საერთაშორისო წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია, 1988 წელს მოიგო ”ევროვიზია”, სადაც შვეიცარიის სახელით მონაწილეობდა. 1990-იან წლებში, ანჯელილის დახმარებით, მიაღწია მსოფლიო მასშტაბის პოპულარობას – მან ინგლისურ და ფრანგულენოვანი ალბომები ჩაწერა. Falling into You (1996) და Let’s Talk About Love (1997) ძალიან წარმატებული ნამუშევრები აღმოჩნდა. მის ყველაზე წარმატებულ ჰიტებს შორისაა Nothing Broken but My Heart, The Power of Love, Think Twice, Because You Loved Me, It’s All Coming Back to Me Now, My Heart Will Go On, და I’m Your Angel. ქმრის ავადმყოფობის გამო სელინ დიონმა 1999 წელს კარიერა მიატოვა, ანჯელილს სიმსივნე ჰქონდა. სცენას მომღერალი 2002 წელს დაუბრუნდა. დიონს მიღებული აქვს ხუთი ”გრემი”, მსოფლიო მასშტაბით მისი 200 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა.