კეტ სტივენსი ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტია. 1967 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომი Matthew and Son და ამავე სახელწოდების სიმღერა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის მეორე ადგილას მოხვდა. სტივენის ალბომები Tea for the Tillerman (1970) და Teaser and the Firecat (1971) საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. მისი შემოქმედება მოიცავდა ფოლკს, პოპს, როკს და ისლამურ მუსიკას. 1972 წელს ჩაწერილი ალბომი Catch Bull at Four კი სამი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის პირველ ადგილზე იყო. სტივენსმა 1977 წელს მიიღო ისლამი და იუსუფ ისლამი დაირქვა. 1979 წელს საკუთარი გიტარები აუქციონზე გაიტანა და შემოსული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა. სტივენსმა მალე მუსიკალური კარიერა მიატოვა და დრო მთლიანად ქველმოქმედებას დაუთმო. 2006 წელს კეტ სტივენსი პოპ-მუსიკაში დაბრუნდა და გამოუშვა ალბომი An Other Cup. 2009 წელს ჩაწერა Roadsinger,, 2014-ში კი Tell ‘Em I’m Gone.