შარლოტ ემა ეიჩისონი (დაბადების თარიღი 1992 წლის 2 აგვისტო), ცნობილი სასცენო სახელით Charli XCX, ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მან პირველი ალბომი 2008 წელს გამოუშვა. 2010 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Asylum Records-თან და2012 წელს გამოუშვა ორი ნამუშევარი – Heartbreaks and Earthquakes და Super Ultra. 2013 წლის აპრილში მომღერალმა ჩაწერა მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალბომი True Romance. მასში შემავალი არაერთი სინგლი იქცა ჰიტად. მოგვიანებით, ჩარლიმ არაერთ მუსიკოსთან ერთად ჩაწერა სიმღერა, მათ შორის Icona Pop-თან , იგი აზალეასთან. 2016 წელს გამოუშვა EP სახელწოდებით Vroom Vroom და სიმღერა After the Afterparty.