LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Claud Debussy

კლოდ აშილ დებიუსი (22 აგვისტო, 1862 — 25 მარტი, 1918) – ფრანგი კომპოზიტორი იყო.
კლოდ დებიუსმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში (1872-1884). 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში.  კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია (კანტატისთვის „უძღები შვილი“). 1885-1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა. დებიუსი მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებელია. მისთვის დამახასიათებელია ნატიფი სტილი. კომპოზიტორმა შექმნა მრავალი ჟანრის ნაწარმოებები. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „პელეასი და მელიზანდი“ (მ. მეტერლინკის დრამის მიხედვით, 1902, პარიზი), ბალეტები „თამაშობანი“ (1912), „კამა“ (1912), „სათამაშოებიანი ყუთი“ (1913), მისტერია „წმინდა სებასთიანის წამება“ (გ. დ’ანუნციოს ტექსტზე, 1911); პოემა ხმისა და ორკესტრისათვის „ქალწული-რჩეული“ (გ. როსეტის სიტყვებზე, 1888) პრეულიდა სიმფონიური ორკესტრისათვის „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ (ს. მალარმეს მიხედვით, 1892-1894) ტრიპთიქი „ნოქთიურნები“ („ღრუბლები“, „დღესასწაულები“, „სირინოზები“ 1897-1899) 3 ესკიზი „ზღვა“ (1903-1905) სიუიტა „იბერია“ (1908), მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის, მ. შ. „ესტამპები“ (1903), „სიხარულის კუნძული“, (1904), 24 პრელუდია (2 რვეული, 1910-1913), 12 ეტიუდი (2 რვეული, 1915), ინსტრუმენტ. ანსამბლები, 50-ზე მეტი სიმღერა (რომანსები).

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი