სეზარია ევორა (27 აგვისტო, 1941 – 17 დეკემბერი, 2011) —მომღერალი სან-ვისენტედან (კაბო-ვერდე). საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ფეხშიშველი დივა“ -ის სცენაზე მუდამ ფეხშიშველი გამოდიოდა, საკუთარი ქვეყნის უსახლკარო და ღარიბი ქალებისა და ბავშვების თანაგრძნობის მიზნით.
სეზარიას მოიხსენიებენ, როგორც მორნას დედოფალს.
2004 წელს მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის.
2011 წლის 17 დეკემბერს, ავადმყოფობის შემდეგ კაბო-ვერდეში, თავის მშობლიურ სან-ვისენტში გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.