შარლ აზნავური (დაბადების თარიღი 1924 წლის 22 მაისი) სომხური წარმომავლობის ფრანგი მომღერალია. მისი ნამვდილი სახელია შანურ აზნავურიანი. მომღერალი ცნობილია საოცარი ტენორით – სუფთა ზედა ტონებით და ასეთივე რბილი დაბალი ნოტებით. კარიერა 80 წელზე მეტია, გრძელდება და მან 800-ზე მეტი სიმღერა დაწერა.
აზნავურმა ჩაწერა 1 200-ზე მეტი სიმღერა 8 ენაზე. ის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. მუსიკოსს 200 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
აზნავურს ნამღერი აქვს პრეზიდენტებისთვის, პაპებისთვის, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის, ის გამოდიოდა საქველმოქმედო ღონისძიებებზეც.