შერი იგივე შერილინ სარქისიანი (დაბადების თარიღი 20 მაისი, 1946) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერის. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში “Believe”-ში გამოიყენა. შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n’ Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B. მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.