LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chicago

ჩიკაგო ამერიკული როკბენდია, რომელიც 1967 წელს ჩიკაგოში, ილინოისში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ჯგუფი იყო პოლიტიკურ მოვლენებზე გამახვილებულ ტექსტებზე ორიენტირებული, ხშირად – ექსპერიმენტული როკ კოლექტივი, რომელიც მოგვიანებით უფრო მშვიდ მუსიკალურ ტონებს გაჰყვა. მას ჰქონდა არაერთი პოპულარული სიმღერა, ლირიკული ბალადების სახით. დღესდღეობით, ჩიკაგო არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აშშ პოპ-როკ ბენდი. მსოფლიოს მასშტაბით მას 100 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი