LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ciara

სიერა (დაბადების თარიღი 1985 წლის 25 ოქტომბერი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი,მოცეკვავე, მოდელი და მსახიობია. ის ოსტინში დაიბადა, ტეხასში, ბავშვობის დროს კი მსოფლიოს გარშემო მუდმივად მოგზაურობდა. საცხოვრებლად ატლანტაში გადასვლის შემდეგ შეურთდა გოგოების ჯგუფს Hearsay. ჯგუფი მალე დაიშალა. 2002 წელს სიერა შეხვდა მუსიკალურ პროდიუსერს Jazze Pha, რომლის დახმარებით ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ სტუდიასთან LaFace. 2004 წელს სიერამ გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი Goodies, რომელშიც 4 წარმატებული სიმღერა შევიდა : “Goodies”, “1, 2 Step”, “Oh” და “And I”. ალბომმა მომღერალს „გრემის“ 4 ნომინაცია მოუტანა. მეორე სტუდიური ალბომი იყო Ciara: The Evolution, 2006 წელს და მასში შევიდა ჰიტები “Get Up”, “Promise”, “Like a Boy” და “Can’t Leave ‘em Alone”. ალბომი აშშ-ში #1 გახდა. 2009 წელს გამოშვებული Fantasy Ride წინა ალბომებთან შედარებით ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, მასში შესული სიმღერა Love Sex Magic ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად საერთაშორისო ჰიტად იქცა და სიერას „გრემი“ მოუტანა.  მომდევნო წელს მუსიკოსმა ჩაწერა მეოთხე ალბომი Basic Instinct, 2013 წელს კი მეხუთე, სახელწოდებით Ciara. მეექვსე ალბომი Jackie 2015 წელს გამოვიდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი