23Counting Crows ამერიკული როკბენდია, რომელიც კალიფორნიაში 1991 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის შემადგენლობაში არიან ადამ დურუტიცი, დევიდ ბრაისონი, ჩარლი გილიგემი, დენ ვიკრევი, დევიდ იმერგლიუკი, ჯიმ ბოჯესი და მილარდ პაუერსი. Counting Crows პოპულარული სადებიუტო ალბომის August and Everything After (1993) გამოსვლის შემდეგ გახდა. ალბომში შესული იყო მათი ჰიტი Mr. Jones. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით და 2004 წელს ნომინირებული იყო აკადემისს ჯილდოზე სიმღერისთვის Accidentally in Love (ფილმში ”შრეკი 2”).