სინტია ენ სტეფანი ლოპერი (დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1953) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ლგბტ აქტივისტია. მისი კარიერა მოიცავს 30-ზე მეტ წელიწადს.
სადებიუტო ალბომი She’s So Unusual (1983) იყო პირველი ალბომი, გამოცემული მომღერალი ქალის მიერ, რომლის ოთხი სინგლი მოხვდა Billboard Hot 100-ის საუკეთესო ხუთეულში – ესენი იყო “Girls Just Want to Have Fun”, “Time After Time”, “She Bop” და “All Through the Night”. გრემის 1985 წლის დაჯილდოებაზე მან მიიღო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო. მნიშვნელოვანი წარმატება იქონია სრულმეტრაჟიან ფილმში The Goonies მონაწილეობით და მეორე ალბომით True Colors (1986). ალბომში შეტანილია ამავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც ჩარტში #3 პოზიციამდე ავიდა.