Clean Bandit ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ჯგუფია, რომელიც 2008 წელს კემბრიჯში ჩამოყალიბდა. ბენდისწევრები არიან გრეის ჩეტო და ძმები – ჯეკ და ლუკ პატერსონები. 2011 წელს ჩაწერილი სინგლი Mozart’s House დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #17 გახდა. 2014 წელს მათ ჩაწერეს Rather Be, რომელიც ჩარტის #1 გახდა აშშ-ს მუსიკალურ ჩარტში კი – #10. 2015 წელს სიმღერამ Rather Be ჯგუფს „გრემი“ მოუტანა. 2016 წელს ჩაწერილი სინგლი Rockabye ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. Clean Bandit-ს მსოფლიოს მასშტაბით 13 მლნ-ზე მეტი სინგლი და 1.6 მლნზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.