ქოლდფლეი ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1996 წელს ბოკალისტმა კრის მარტინმა და გიტარისტმა ჯონი ბაკლენდმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლისას დააარსეს. თავდაპირველად ჯგუფს Pectoralz ერქვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა ბასისტი გაი ბერიმანი და ჯგუფის სახელწოდება Starfish გახდა.
მოგვიანებით, ბენდის წევრი გახდა დრამერი და ბექვოკალისტი ვილ ჩემპიონი, ამით კი ჯგუფის შემადგენლობის ფორმირება საბოლოოდ დასრულდა. მუსიკოსებმა 1998 წელს ბენდს „ქოლდფლეი“ დაარქვეს.
მსოფლიო პოპულარობას ჯგუფმა 2000 წელს სინგლით Yellow მიაღწიეს, ამავე წელს გამოუშვეს სადებიუტო ალბომი Parachutes. „ქოლდფლეის“ რამდენიმე გრემი მოუტანა 2008 წელს გამოშვებულმა ალბომმა Viva la Vida or Death and All His Friends, ეს მათი რიგით მეოთხე სოლო ალბომი იყო. კარიერის მანძილზე ჯგუფმა 209 ნომინაციიდან 62 ჯილდო აიღო, მათ შორის Brit Awards, ხუთი MTV Video Music Awards და შვიდი „გრემი“. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდეს 90 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი.