The Cranberries ირლანდიური ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა ლიმერიკში 1990 წელს. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო The Cranberry Saw Us, რომელიც მოგვიანებით ვოკალისტმა დოლორეს ო’რიორდანმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უშუალოდ როკმუსიკის ჟანრში მოღვაწეობდა, იგი ასევე ასრულებდა პოსტ პანკს და პოპ როკს. The Cranberries ცნობილი გახდა 1990 წლის სადებიუტო ალბომით Everybody Else Is Doing It, So Why Can’t We?, რომელიც აშშ-ში გაიყიდა 5 მილიონი ასლის ოდენობით. 90-იან წლებში The Cranberries იქცა ერთ-ერთ წარმატებულ როკ-ჯგუფად და გაყიდა თავისი ალბომების 12.5. მილიონი ასლი.