LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cris Cab

კრისტიან კაბრერიზო, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით კრის კები (დაბადების თარიღი 1993 წლის 21 იანვარი) ამერიკელი მოღერალი, სიმღერების ავტორია, რომლის ყველაზე ცნობილი სიმღერაა საერთაშორისო ჰიტი Liar Liar. მას კონტრაქტები გაფორმებული აქვს სტუდიებთან Island Def Jam Records და Island Records.
პირველი EP მომღერალმა 2011 წელს გამოსცა, მისი სინგლი იყო Good Girls.მუსიკალური ტურნეს დროს მან გაიცნო უაკლეფ ჟანი და ჩაწერეს ერთობლივი ნამუშევარი She’s So Fly. სიმღერამ Liar, Liar კი მოხვდა გერმანიის,საფრანგეთის, ჰოლანდიის და ბელგიის ჩარტებში.  2014 წლის 7 აპრილს მისი სრული ზომის ალბომი გამოვიდა.  2015 წელს კი კებმა ჩაწერა სტინგის სიმღერის Englishman In New York რიმეიქი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი