Daft Punk ფრანგული დუეტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას წერს და ასრულებს. ჯგუფის წევრები არიან გაი-მანუელ დე ჰომემ-ქრისტო და თომას ბენგალტერი. Daft Punk-მა წარმატებას 1990-იან წლებში მიაღწია, მათი მუსიკა იყო ჰაუსის, ფანკის, ტექნოს, დისკოს, როკმუსიკის ელემენტების ნაზავი. ჯგუფი, ასევე, ცნობილია საკუთარი ვიზუალური სტილიზაციით. Daft Punk-მა 2006-2007 წლებში მსოფლიოს გარშემო ტურნე გამართა და გამოუშვეს ალბომი Alive 2007, რომელმაც მუსიკოსებს ”გრემი” მოუტანა. ძალიან წარმატებული იყო 2013 წელს გამოშვებული ალბომი Random Access Memories, რომელშიც შევიდა ჰიტი Get Lucky. სიმღერა 32 ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში პირველ ათეულში მოხვდა. ალბომმა Random Access Memories ჯგუფს 5 ”გრემი” მოუტანა.