დევიდ ქემფბელი (დაბადების თარიღი 1973 წლის 6 აგვისტო) ავსტრალიელი მომღერალი და ტელეწამყვანია. მას შესრულებული და ჩაწერილი აქვს მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, მათ შორის – როკი და კლასიკა. ის როკისა და სოულის მომღერლის ჯიმი ბარნსის შვილია. პირველი ალბომი 1996 წელს გამოუშვა სახელწოდებით Yesterday is Now. მომდევნო წელს გამოვიდა მეორე ალბომი Taking the Wheel. 2003 წელს დევიდმა ჩაწერა ორი წარმატებული სინგლი Hope” და “When She’s Gone”. მუსიკოსს კარიერის მანძილზე შექმნილი აქვს 12 ალბომი, ბოლო – Dream Lover: The Bobby Darin Musical 2016 წელს ჩაწერა.