დენიელ ბედინგფილდი (დაბადების თარიღი 1979 წლის 3 დეკემბერი) ინგლისელ-ახალ ზელანდიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია. ის არის მომღერლების – ნატაშა ბედინგფილდისა და ნიკოლა რეიჩელის ძმა. დენიელი 2013 წელს შოუს The X Factor New Zealand ჟიურის წევრი იყო.
პირველი სინგლი Gotta Get Thru This 2001 წლის ნოემბერში ჩაწერა და დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მას კიდეევ 2 ჰიტი აქვს, რომელიც ამავე ჩარტში პირველ ადგილას მოხვდა – If You’re Not The One და Never Gonna Leave Your Side. ბედინგფილდს მიღებული აქვს ბევრი ჯილდო, მათ შორის ”გრემი” და სამი Brit Awards.