დარენ ჰეისი (დაბადების თარიღი 1972 წლის 8 მაისი) ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორია. ის იყო ჯგუფის Savage Garden წევრი 2001 წლამდე (ჯგუფის დაშლამდე). პირველი სოლოალბომი Spin ჰეისმა 2002 წელს გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ალბომის 2 მლნ ასლი გაიყიდა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა. ალბომში იყო სიმღერა Insatiable, რომელიც ძალიან პოპულარულ ჰიტად იქცა. მეორე ალბომი იყო The Tension and the Spark, მთავარი სინგლით Pop!ular. მესამე სოლო ალბომი This Delicate Thing We’ve Made მომღერალმა 2007 წელს ჩაწერა. 2010 წელს ჰეისმა დაასრულა მეოთხე ალბომზე Secret Codes and Battleships მუშაობა. ალბომში შევიდა სინგლები Talk Talk Talk”, “Bloodstained Heart” და”Black Out the Sun”.