დავიდ გეტა (დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1967) ფრანგი დიჯეია.
გეტამ პირველი ვინილის მიქსების კეთება 13 წლის ასაკში დაიწყო. 17 წლის კი დიჯეიდ მუშაობდა პარიზის კლუბში „Broad“. 1988-1990 წლებში ჰაუს-მუსიკას მიქსავდა რადიო ნოვაში. 2005 წელს, მისი სინგლი „The World Is Mine“ ევროპის საცეკვაო ჩარტების სათავეებში მოექცა. მის ხშირად უწევს პარტნიორობას მომღერალი კრის უილისი. 2005 წლის 13 აგვისტოს, დავიდ გეტა კრიმფილდსის ესპანურ ფესტივალზე გამოვიდა, ისეთი არტისტების მხარდამხარ, როგორებიცაა The Chemical Brothers და კარლ კოქსი. დავიდ გეტას მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 6 მილიონზე მეტი ალბომი და 15 მილიონზე მეტი სინგლი.