დენ ჰილი (დაბადების თარიღი 1954 წლის 3 ივნისი) კანადელი პოპმომღერალი და სიმღერების ავტორია. მის სიმღერებს შორის ყველაზე მეტად პოპულარულია ორი – Sometimes When We Touch და Can’t We Try.
პირველი ალბომი Dan Hill, 1975 წელს ჩაწერა. მასში შედიოდა ჰიტი You Make Me Want to Be.
1977 წელს ჩაწერა ბალადა Sometimes When We Touch. ამავე წელს გამოვიდა მისი ალბომი Longer Fuse რომელიც U.S. Billboard Hot 100-ის მესამე ადგილზე მოხვდა.