დალიდა ეგვიპტეში დაბადებული იტალიური წარმოშობის და ფრანგად ნატურალიზებული მომღერალი იყო. ცხოვრების ადრეული წლები ეგვიპტეში გაატარა, იტალიელთა უბანში, მაგრამ მოზარდობის ასაკში ცხოვრობდა საფრანგეთში. გამოშვებული აქვს 55 ოქროს ჩანაწერი და ის პირველი მომღერალი იყო, რომელმაც ბრილიანტის დისკი ჩაწერა. დალიდა მღეროდა ათზე მეტ ენაზე, მათ შორის ფრანგულად, არაბულად, იტალიურად, ბერძნულად, გერმანულად, ინგლისურად, იაპონურად, ებრაულად, გერმანულად და ესპანურად.
ცნობილი გახდა ფრანგული და მსოფლიო მუსიკისთვის შესრულებული ძლიერი და მკაფიო შესრულებით. 30 წლიანმა კარიერამ და მისმა სკანდალურმა გარდაცვალებამ სახელგანთქმული მომღერლისა და ტრაგიკული დივას ხატი შექმნა. 1987 წლის 3 მაისს, დალიდა ბარბიტურატების (ნარკოტიკი) გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა. თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში ის წერდა: „La vie m’est insupportable… Pardonnez-moi“ („ცხოვრება ჩემთვის აუტანელია… მაპატიეთ“). დაკრძალულია პარიზში, მონმარტრის სასაფლაოზე. მის საფლავზე აღმართულია დალიდას რეალური ზომების ქანდაკება.