დი დი ბრიჯუოთერი (დაბადების თარიღი 1950 წლის 27 მაისი) ამერიკელი ჯაზმომღერალია. მან სამი „გრემი“ მოიპოვა. 23 წლის განმავლობაში ის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს შოუს JazzSet with Dee Dee Bridgewater წამყვანი იყო. 1969 წელს მუსიკოსმა თავის ჯაზბენდთან ერთად სბჭოთა კავშირში მუსიკალური ტურნე გამართა. მომდევნო წელს ის შეხვდა მესაყვირე სისილ ბრიჯუოთერს, მალე დაქორწინდა მასზე და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ. 1973 წელს დი დიმ მონაწილეობა მიიღო მონტერეის ჯაზფესტივალში. 1974 წელს მისი პირველი ალბომი გამოვიდა, სახელწოდებით Afro Blue. მას შემდეგ მუსიკოსმა კიდევ 16 ალბომი ჩაწერა, ბოლო, სახელწოდებით Dee Dee’s Feathers – 2015 წელს.