LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Demi Lovato

დემი ლოვატო (დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1992, დალასი, ტეხასი) ამერიკელი მსახიობი და მომღერალია.

დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა და შვილს იშვიათად ხვდებოდა.

2002-2003 წლებში დემიმ მიიღო პირველი როლი საბავშვო სერიალში „ბარნი და მეგობრები“, სადაც, ასევე, მონაწილეობდა სელენა გომესი.სელენასთან ერთად ითამაშა ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“(2009). 2002 წელს ლოვატო „დისნეის“ სახე გახდა. 2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „ციხიდან გაქცევა“. 2008 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Don’t Forget“. პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათასზე მეტი ასლი და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღმოჩნდა გაყიდვების რაოდენობით. 2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი „Here We Go Again“ რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 – ში,გაიყიდა 108,000 ასლი, ასევე პირველ კვირაში. დემის მესამე და მეოთხე სტუდიური ალბომები ბევრად მოთხოვნადი იყო, ვიდრე მისი პირველი და მეორე ალბომები. მისმა მეხუთე ალბომმა “Confident”, რომელიც მან 2015 წლის 16 ოქტომბერს გამოუშვა, გაყიდვების მიხედვით რეკორდი მოხსნა მსოფლიოს 150 ქვეყანაში. მისი ჰიტები “Cool For The Summer” და “Confident” დიდი ხნის მანძილზე ჩარტების სამეულში იყო.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი