Depeche Mode ინგლისური ელექტრონული ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა 1980 წელს. წევრები არიან დამაარსებლები, დეივ გეენი, მარტინ გორი და ენდრიუ ფლეტჩერი.სადებიუტო ალბომი Speak & Spell 1981 წელს გამოსცეს და ბრიტანეთის ახალი ტალღის სცენაზე გამოჩნდნენ. 1980-იანების უკანასკნელმა ალბომებმა, Black Celebration და Music for the Masses, ჯგუფი აქციეს წამყვანი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ წამყვან ძალად. მნიშვნელოვან ალბომებს შორისაა Playing the Angel (2005), Sounds of the Universe (2009), Delta Machine (2013) და Spirit (2017), რასაც ასევე ახლდა კონცერტების სერიები. ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სხვადასხვა დროს წარმატებული იყო ჯგუფის 50 სიმღერა, ხოლო ალბომების ჩარტში – 10 დისკი. მსოფლიოში გაყიდულია Depeche Mode-ის დისკების 100 მილიონზე მეტი ასლი. Q-მ ისინი დაასახელა სიაში „50 ჯგუფი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო!“ Depeche Mode VH1-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში 98-ე ადგილს იკავებს.
Depeche Mode
