LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Destiny’s Child

Destiny’s Child იყო ამერიკული გოგონების ჯგუფი, რომლის საბოლოო და ყველაზე პოპულარულ შემადგენლობაში იყვნენ ბიონსე, კელი როულენდი და მიშელ უილიამსი.  ჯგუფი 1990 წელს ჩამოყალიბდა ჰიუსტონში, თავდაპირველად მისი წევრები იყვნენ ბიონსე, როულენდი, ლატავია რობერსონი და ლეტოია ლაკეტი, ჯგუფს კი Girl’s Tyme ერქვა. რამდენიმე წლის მანძილზე მათი მოღვაწეობა არც თუ ისე წარმატებული იყო. 1997 წელს კი ხელი მოაწერეს ხმისჩამწერ სტუდიებთან Columbia Records და Music World Entertainment, სახელად კი Destiny’s Child დაირქვეს. ამის შემდეგ ჯგუფის კარიერა თავბრუდამხვევი წარმატებით გაგრძელდა.
1999 წელს გამოუშვეს ალბომი The Writing’s on the Wal, რომელში შესული სიმღერები “Bills, Bills, Bills” და “Say My Name” ჰიტებად იქცა. მოგვიანებით რობერსონმა და ლაკეტმა ჯგუფი დატოვეს. ალბომი Survivor წინამორბედივით წარმატებული აღმოჩნდა, ყველაზე პოპულარულ სიმღერებად კი Independent Women, Survivor და Bootylicious იქცა. მეოთხე და ბოლო ალბომი ჯგუფმა 2004 წელს გამოუშვა, სახელწოდებით Fulfilled.
მსოფლიო მასშტაბით Destiny’s Child-მა 60 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი