დაიანა როსი (დაბადების თარიღი 1944 წლის 26 მარტი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და პროდიუსერია. ის მსოფლიომ ჯგუფით The Supremes გაიცნო, რომელიც 1960-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. US Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე ჯგუფის 12 სიმღერა მოხვდა, მათ შორის Where Did Our Love Go”, “Baby Love”, “Come See About Me”, “Stop! In the Name of Love”, “You Can’t Hurry Love”, “You Keep Me Hangin’ On”, “Love Child”, და”Someday We’ll Be Together”. ჯგუფი როსმა 1970 წელს დატოვა და გამოუშვა სადებიუტო სოლოალბომი Diana Ross. მასში შემავალი სიმღერა Ain’t No Mountain High Enough ჰიტად იქცა. 1973 წელს ჩაწერა ალბომი Touch Me in the Morning, ამავე სახელწოდების სიმღერამ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ამავე წელს კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა Lady Sings the Blues და Billboard Hot 200 ალბომების ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა. დაიანა როსის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შორის აღსანიშნავია Love Hangover, Upside Down, I’m Coming Out, Endless Love – რომელიც ლაიონელ რიჩისთან ერთად შეასრულა. მომღერალს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის – რამდენიმე ”გრემი” და ”ოქროს გლობუსი”.