Dire Straits ინგლისური როკ ჯგუფია, რომელიც 1977 წელს ჩამოაყალიბეს მარკ ნოპფლერმა, დევიდ ნოპფლერმა, ჯონ ილლსლისმ და პიკ ვიზერსმა. Dire Straits შესძლო კლასიკური როკისა და თანამედროვე, ე.წ. სტადიონის როკის შეხამება. ჯგუფის პირველივე ალბომმა ჩარტებში დიდ წარმატებას მოაღწია. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Sultans of Swing, Romeo and Juliet, Tunnel of Love, Money for Nothing, Heavy Fuel, Walk of Life და Brothers in Arms. მსოფლიო მასშტაბით Dire Straits-ის 118 მლნ ალბომია გაყიდული.