დიჯეი ბობო (დაბადების თარიღი 5 იანვარი 1968) — შვეიცარიელი პოპ-მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერია. საერთო ჯამში გაყიდული აქვს 14 მილიონი დისკი, გამოცემული აქვს 10 სტუდიური ალბომი და რამდენიმე კრებული. დიჯეი ბობომ დღემდე გამოსცა 34 სინგლი, რომელთა ნაწილი გერმანულენოვან და არა მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში მაღალ პოზიციებს იკავებდა. მას ასევე გამოცემული აქვს კრებულები საკუთარი სიმღერების გადამუშავებული ვერსიებით. დიჯეი ბობომ პირველად წარმატებას მიაღწია ჰიტ-სინგლით „Somebody Dance With Me“. წლების განმავლობაში ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვეს სინგლებმა „Keep on Dancing“, „Take Control“, „Everybody“, „Let the Dream Come True“, „Love is All Around“, „Freedom“, „Pray“ და „What a Feeling“, ისევე როგორც საერთაშორისო ჰიტმა „Chihuahua“. მუსიკოსს მიღებული აქვს უამრავი ოქროს და პლატინის სტატუსის მქონე შეფასება ალბომების გაყიდული რაოდენობისათვის. იგი დღემდე პოპულარულია მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ითვლება შვეიცარიის ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად.