დეივ გრუსინი ამერიკელი კომპოზიტორი, პროდიუსერი და პიანისტია. მან შექმნა უამრავი მუსიკალური თემა ფილმებისთვისა და ტელევიზიისთვის და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო საუნდტრეკებისთვის, მათ შორის – აკადემიის ჯილდო და 10 ”გრემი”. პირველი სინგლი Subways Are for Sleeping 1962 წელს გამოვიდა.
1970-იანი წლების ბოლოს ბიზნესპარტნიორთან ლერი როუზენთან ერთად დააარსა ხმისჩამწერი სტუდია GRP Records და პირველი კომერციული ციფრული ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. სხვა უამრავ ფილმთან ერთად ის იყო ფილმების The Graduate, On Golden Pond (1981), Tootsie (1982) და The Goonies (1985) კომპოზიტორი. 1988 წელს გრუსინმა ”ოსკარი” მიიღო. 2000-2011 წლებში გრუსინი ქმნიდა კლასიკურ და ჯაზკომპოზიციებს, მართავდა ტურნეებს.