LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DJ Khaled

ხალედ მოჰამედ ხალედი (დაბადების თარიღი 1975 წლის 26 ნოემბერი) ამერიკელი პროდიუსერი, რადიოწამყვანი, დიჯეი და ავტორია. თავდაპირველად ის მოღვაწეობდა სახელით Arab Attack, თუმცა ნიუ-იორკში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ სახელი შეიცვალა. ხალედმა 2006 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Listennn… the Album. ამის შემდეგ კი ჩაწერა We the Best (2007), We Global (2008), Victory (2010), We the Best Forever (2011), Kiss the Ring (2012) და Suffering from Success (2013). 2009 წელს ხალედი გახდა ხმისჩამწერი სტუდიის Def Jam South პრეზიდენტი, არის We the Best Music Group-ის დამაარსებელი.
მერვე სტუდიური ალბომი I Changed a Lot 2015 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა. 2016 წლის ივლისში კი მეცხრე სტუდიური ალბომი გამოვიდა Major Key. ჯერ-ჯერობით ბოლო ნამუშევარია Grateful, რომელიც 2017 წლის 23 ივლისს გავრცელდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი